Languages:

This site is created using Wikimapia data. Wikimapia is an open-content collaborative map project contributed by volunteers around the world. It contains information about 32534735 places and counting. Learn more about Wikimapia and cityguides.

ზესტაფონი

ზესტაფონი, ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, 1921 წლამდე ყვირილა ეწოდებოდა. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 183 კმ (რკინიგზით).

წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება "ზესტაფონი", გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს ზედა ფონისაგან (მდ. ყვირილაზე). XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი და ზესტაფონსაც ყვირილა დაერქვა. თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააშენეს, იმატა მოსახლეობამ. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 24,2 ათასი (2002 წ.). ზესტაფონში არის სამრეწველო საწარმოები (აღსანიშნავია ფეროშენადნობთა ქარხანა), ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ზესტაფონში არის მარგვეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ზესტაფონი

Recent city comments:

  • წერეთლის N 2, მინდოზა (guest) wrote 10 წლის წინ:
    საკადასტრო აზმოვითი ნახაზები. შ.პ.ს. ,,მაპანეტი“
ზესტაფონი on the map.

Recent city photos:

უფრო მეტი ფოტო...